(1) განმცხადებლის მოთხოვნით, მისი საერთაშორისო განაცხადი ექვემდებარება საერთაშორისო წინასწარ ექსპერტიზას, როგორც ეს გათვალისწინებულია მომდევნო პირობებითა და ინსტრუქციებით.
(2)(a) ნებისმიერ განმცხადებელს, რომელიც ინსტრუქციის შესაბამისად არის მხარე სახელმწიფოში მცხოვრები პირი ან მოქალაქე, რომელზეც ვრცელდება II თავი, და რომლის საერთაშორისო განაცხადები წარდგენილია ამ სახელმწიფოს მიმღებ ან ამ სახელმწიფოსათვის მოქმედ უწყებაში, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა.
(b) ასამბლეას შეუძლია ნება დართოს პირებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო განაცხადის წარდგენის უფლება, მოითხოვონ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არიან მოქალაქეები ან იქ მცხოვრები პირები იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულების მხარე, ან რომელზედაც არ ვრცელდება II თავი.
(3) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნა წარედგინება საერთაშორისო განაცხადისაგან ცალკე. მოთხოვნა წარედგინება დადგენილ ენაზე, დადგენილი ფორმით და შეიცავს დადგენილ მონაცემებს.
(4)(a) მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების მხარე სახელმწიფო ან სახელმწიფოები, სადაც განმცხადებელი აპირებს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის შედეგების გამოყენებას (“არჩეული სახელმწიფოები”). ხელშეკრულების სხვა მხარე სახელმწიფოები დამატებით შეიძლება არჩეულ იქნეს მოგვიანებით. არჩევა შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებს, რომელიც იყო აღნიშნული მე-4 მუხლის თანახმად.
(b) 2(a) ქვეპუნქტით მითითებულ განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს ხელშეკრულების მხარე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელზეც ვრცელდება II თავი. 2(b) ქვეპუნქტით მითითებულ განმცხადებელს შეუძლიათ აირჩიოს მხოლოდ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები, რომლებზეც ვრცელდება II თავი და რომელთაც განაცხადეს, რომ მზად არიან იყვნენ არჩეულნი ასეთი განმცხადებლების მიერ.
(5) მოთხოვნა ექვემდებარება დადგენილი საფასურის დადგენილ ვადაში გადახდას.
(6)(a) თხოვნა გადაეცემა წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც 32-ე მუხლითაა მითითებული.
(b) ნებისმიერი შემდგომი უწყების არჩევის შესახებ ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.
(7) თითოეულ არჩეულ უწყებას უნდა ეცნობოს არჩევის შესახე