წინამდებარე წესდების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია მასში ცვლილების შეტანის წინადადების წარდგენა. შემოთავაზებული ნებისმიერი ცვლილების ტექსტი უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ის ყველა მხარე სახელმწიფოს.
შეტყობინებიდან არაუადრეს სამი თვისა, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეამ თავის შემდეგ სხდომაზე, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების განხილვის თაობაზე. ასამბლეას შეუძლია პირდაპირ განიხილოს წინადადება ან მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია, თუ შესაბამისი საკითხი ამას მოითხოვს.
მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე ან გადასინჯვის კონფერენციაზე ისეთი ცვლილების დამტკიცება, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, საჭიროებს მხარე სახელმწიფოთა ორი მესამედის უმრავლესობას.
გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ცვლილება ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ძალაში შედის ერთ წელში მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ჩაბარდება მხარე სახელმწიფოთა შვიდი მერვედის რატიფიცირების ან მიღების სიგელები.
წინამდებარე წესდების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების ნებისმიერი ცვლილება იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც თანხმობა გამოხატეს ამ ცვლილებაზე, ძალაში შედის თავიანთი რატიფიცირების ან მიღების სიგელების დეპონირებიდან ერთი წლის შემდეგ. იმ მხარე სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გამოუხატავს თანხმობა ამ ცვლილებაზე, სასამართლომ არ უნდა განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია ცვლილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, როდესაც ჩადენილია ამ მხარე სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ან მის ტერიტორიაზე.
თუ ცვლილებაზე თანხმობა გამოხატა მხარე სახელმწიფოთა შვიდმა მერვედმა მე-4 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელსაც არ გამოუხატავს თანხმობა ცვლილებაზე, შეუძლია წესდებიდან გასვლა, ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის შემდეგ შეტყობინების გაგზავნით, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში 127-ე მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, მაგრამ 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მხარე სახელმწიფოებს უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეაზე ან გადასინჯვის კონფერენციაზე დამტკიცებული ცვლილებ