წინამდებარე წესდების ექსკლუზიურად ინსტიტუციური ხასიათის მქონე დებულებების, კერძოდ, 35-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 37-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი (პირველი ორი წინადადება), მე-2 და მე-4 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 – მე-9 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 44-ე, 46-ე, 47-ე და 49-ე მუხლების ცვლილებების შესახებ წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მიერ, 121-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად. ყველა წარდგენილი ცვლილების ტექსტი უნდა გადაეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ან მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ის მხარე სახელმწიფოებს და ასამბლეის სხვა მონაწილეებს.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებზედაც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, მტკიცდება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ან, შესაბამის შემთხვევაში, გადასინჯვის კონფერენციის მიერ, მხარე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ასამბლეის ან, შესაბამის შემთხვევაში, კონფერენციის მიერ დამტკიცებიდან ექვსი თვის შემდე