ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, შეუძლია გავიდეს წინამდებარე წესდებიდან. წესდებიდან გასვლა ძალაში შედის შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, თუ განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული.

წესდებიდან გასვლის მიზეზით სახელმწიფო არ თავისუფლდება წინამდებარე წესდების მხარედ ყოფნის დროს წარმოშობილი ვალდებულებებისგან, ნებისმიერი დაგროვებული ფინანსური დავალიანების ჩათვლით. წესდებიდან გასვლა გავლენას არ ახდენს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე იმ სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან და სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც წესდებიდან გასულ სახელმწიფოს ჰქონდა თანამშრომლობის ვალდებულება და რომლებიც დაიწყო წესდებიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე. ასევე, წესდებიდან გასვლა რაიმე ფორმით გავლენას არ ახდენს ნებისმიერი იმ საკითხის განხილვის გაგრძელებაზე, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე განიხილებოდა წესდებიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდ