წინამდებარე წესდების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია წინამდებარე წესდების ნებისმიერი ცვლილებების განხილვის მიზნით. ამგვარი გადასინჯვა შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ არის შემოფარგლული მე-5 მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულების ნუსხით. კონფერენცია ღია იქნება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მონაწილეთათვის, იმავე პირობებით.

ამის შემდეგ ნებისმიერ დროს, მხარე სახელმწიფოს მოთხოვნით და პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მხარე სახელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობით, უნდა მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია.

121-ე მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების დებულებები გამოიყენება წესდების ნებისმიერი ცვლილების დამტკიცების და ძალაში შესვლის მიმართ, რომლებიც განხილულია გადასინჯვის კონფერენციაზ