წინამდებარე წესდების დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც მისი დამოწმებული ასლები უნდა გაუგზავნოს ყველა სახელმწიფოს.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც ამ მიზნით სათანადო წესით არიან უფლებამოსილნი თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას.
შესრულებულია რომში, 1998 წლის ივლისის მე-17 დღეს.
1 მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი („სასამართლომ უნდა განახორციელოს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, როგორც კი 121-ე და 123-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ იქნება დებულება, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულს და ადგენს პირობებს, რომელთა მიხედვით სასამართლომ უნდა განახორციელოს იურისდიქცია ამ დანაშაულზე. ასეთი დებულება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამის დებულებებს.“) ამოღებულ იქნა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციის I დანართის შესაბამისად. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია შესწორების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
2 პუნქტები მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xiii) ქვეპუნქტიდან მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xv) ქვეპუნქტის ჩათვლით დაემატა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.5 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.533.2010.TREATIES-6 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-a&chapter=18&clang=_en.
3 პუნქტები მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (xxvii) ქვეპუნქტიდან (xxix) ქვეპუნქტის ჩათვლით და მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xvi) ქვეპუნქტიდან (xviii) ქვეპუნქტის ჩათვლით დაემატა 2017 წლის 14 დეკემბრის ICC-ASP/16/Res.4 რეზოლუციით. ცვლილებისთვის, რომლებიც ეხება „იარაღებს, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.116.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-d&chapter=18&clang=_en. ცვლილებისთვის, რომელიც ეხება „იარაღებს, რომელთა პირველადი ეფექტია ისეთი ფრაგმენტებით დაზიანება, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.125.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/PAGES/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-e&chapter=18&clang=_en. ცვლილებისთვის, რომელიც ეხება „დამაბრმავებელ ლაზერულ იარაღებს“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.126.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-f&chapter=18&clang=_en.
4 მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xix) ქვეპუნქტი დაემატა 2019 წლის დეკემბრის ICC-ASP/18/Res.5 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2020 წლის 15 სექტემბრის C.N.394.2020.TREATIES-XVIII.10.g შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია შესწორების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-g&chapter=18&clang=_en.
5 მე-8bis მუხლი დაემატა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
6 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-8bis მუხლზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
7 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. რეგისტრატორთან რომის წესდების მე-15bis მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დეკლარაციების სტატუსის შესახებ იხილეთ: https://www.icc-cpi.int/resource-library.
8 მე-15ter მუხლი დაემატა 2010 წლის 11 ივნისის რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
9 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-8bis მუხლზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
10 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-3bis პუნქტზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en.
11 შეტანილია ცვლილება 2023 წლის 13 დეკემბრის ICC-ASP/22/Res.2 რეზოლუციით (დაემატა 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის საერთო დებულება). იხილეთ დეპოზიტარის 2024 წლის 1 მარტის C.N.80.2024.TREATIES-XVIII.10 შეტყობინება. წესდების 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ძალაში შევიდა ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ 2024 წლის 13 ივნისს.
12 124-ე მუხლი ამოღებულია 2015 წლის 26 ნოემბრის ICC-ASP/14/Res.2 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2016 წლის 15 იანვრის C.N.7.2016.TREATIES-XVIII.10 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-c&chapter=18&clang=_e