1. UNICEF-ის თანამდებობის პირები:

a) მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმაციის ან ყველა ქმედების განხორციელებისას, სარგებლობენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ამგვარი იმუნიტეტი არ წყდება UNICEF-ში ამ პირთა მუშაობის დასრულების შემდეგ;

b) თავისუფლდებიან UNICEF-ის მიერ მათთვის გამოყოფილი ხელფასისა და კომპენსაციის დაბეგვრისაგან;

c) თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისაგან;

d) თავისუფლდებიან მათზე დამოკიდებულ მეუღლეებთან და ნათესავებთან ერთად იმიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგისტრაციისაგან;

e) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით, როგორც მთავრობის დიპლომატიურ მისიათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირნი;

f) მათზე დამოკიდებულ ოჯახის წევრებთან ერთად, საერთაშორისო კრიზისის დროს, სარგებლობენ რეპატრიაციის შესაძლებლობით, ისევე როგორც დიპლომატიური წარგზავნილები;

g) უფლება აქვთ თავისუფლად, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიმღებ სახელმწიფოში ჩამოსვლისას ჩამოიტანონ ავეჯი და ყველა აუცილებელი პირადი თუ საოჯახო ნივთები.

პრივილეგიები, იმუნიტეტები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფილია (e), (f) და (g) ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ UNICEF-ის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო დონეზე იქნებიან შერჩეულნი.

2. საერთაშორისო დონეზე შერჩეული UNICEF-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, როგორც ეს შეიძლება შეთანხმებული იყოს UNICEF-სა და მთავრობას შორის, ისარგებლებენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებითაც სარგებლობენ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის პირები. ამ მიზნით UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გვარი შეიძლება შეტანილ იქნეს დიპლომატიურ სიაში.

3. UNICEF-ის წარმომადგენლებს ასევე მინიჭებული ექნებათ დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის პირებზე გათვალისწინებული შემდეგი პრივილეგიები:

a) საბაჟო გადასახადისაგან თავისუფალი გარკვეული რაოდენობის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ნივთების შემოტანა შესაბამისი სამთავრობო წესების შესაბამისად;

b) საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას, იმ სამთავრობო გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიყენება დიპლომატიური მისიის შესაბამისი რანგის წარმომადგენლების მიმარ