1. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და გაცვალონ ინფორმაცია წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებული პროგრამით გათვალისწინებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული აღმოჩენების, გამოგონებებისა და ნაშრომების შესახებ, რათა უზრუნველყონ მათი UNICEF-სა და მთავრობის მიერ სრული და ეფექტური გამოყენება და ექსპლოატაცია, მოქმედი სამართლის შესაბამისად.

2. საპატენტო, საავტორო და სხვა მსგავსი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ნებისმიერ აღმოჩენაზე, გამოგონებასა და ნაშრომზე, რომლებზეც ლაპარაკია ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფში და გამომდინარეობენ იმ პროგრამებიდან, რომლებშიც თანამშრომლობს UNICEF-ი, შეიძლება UNICEF-მა ხელმისაწვდომი გახადოს საავტორო ჰონორარის გარეშე სხვა მთავრობებისათვის, რომლებთანაც თანამშრომლობს პროგრამაში მათი გამოყენების მიზნი