1. UNICEF-სა და მთავრობას შორის შეთანხმებული თანამშრომლობის პროგრამები შეტანილი უნდა იქნეს მოქმედების ძირითად გეგმაში, რომელიც დაიდება UNICEF-ს, მთავრობასა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მონაწილე ორგანიზაციებს შორის.

2. მოქმედების ძირითადი გეგმა განსაზღვრავს თანამშრომლობის პროგრამების დეტალებს, განსახორციელებელ მოქმედებათა მიზნებს, UNICEF-ს, მთავრობასა და მონაწილე ორგანიზაციების ვალდებულებებს და გამოანგარიშებულ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც საჭიროა თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებისათვის.

3. მთავრობა ნებას დართავს UNICEF-ის თანამდებობის პირებს, მისიით მივლინებულ ექსპერტებს და UNICEF-ში მომსახურე პირებს, მეთვალყურეობა გაუწიონ და შეამოწმონ თანამშრომლობის პროგრამები ყველა ეტაპზე და ასპექტში.

4. მთავრობა შეინახავს სტატისტიკურ მონაცემებს მოქმედების ძირითადი გეგმის შესრულების შესახებ, რაც მხარეებმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიონ, და მიაწვდის UNICEF-ს ნებისმიერ მსგავს ანგარიშს მოთხოვნის საფუძველზე.

5. მთავრობა ითანამშრომლებს UNICEF-თან, რათა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის ამ შეთანხმების თანახმად განხორციელებული თანამშრომლობის პროგრამების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებ