1. UNICEF-ს, მის საკუთრებას, ფონდებსა და აქტივებს, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ და ვინც არ უნდა განაგებდეს მათ, მინიჭებული აქვთ იმუნიტეტი ყველა სამართლებრივი პროცედურის მიმართ, გარდა ყოველი კონკრეტული შემთხვევისა, როცა გაეროს გენერალური მდივანი მოხსნის მის იმუნიტეტს; ამასთან, ნათელია, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ გავრცელდება აღსრულების არცერთ ზომაზე.
2. a) UNICEF-ის წარმომადგენლობის შენობები ხელშეუხებელია. მისი ფონდები და თანხები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მას, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციისა და სხვა ამგვარი სახის ჩარევის მიმართ, მიუხედავად იმისა, ხორციელდება იგი აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სამართლებრივი თუ საკანონმდებლო ქმედებით;
b) შესაბამისი ორგანოები არ შევლენ წარმომადგენლობის შენობაში ნებისმიერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არის წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობა მასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
3. შესაბამისი ორგანოები განახორციელებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყონ UNICEF-ის წარმომადგენლობის დაცვა, უსაფრთხოება და რომ წარმომადგენლობის სიმშვიდე არ იქნეს დარღვეული პირთა ან პირთა ჯგუფების უკანონო შეჭრით ან არეულობებით მიმდებარე ტერიტორიებზე.
4. UNICEF-ის არქივები და ყველა დოკუმენტი, რომელიც მას ეკუთვნის, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მათ, ხელშეუხებელი