1. UNICEF-ს შეუძლია დანიშნოს საქართველოში თავის წარმომადგენლობაში თანამდებობის პირები, მისიით მივლინებული ექსპერტები და პირები, რომლებიც მსახურობენ UNICEF-ში, როგორც UNICEF-ი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლობის პროგრამებში დახმარების აღმოჩენის მიზნით შემდეგ საკითხებში:
a) თანამშრომლობის პროგრამების მომზადება, მიმოხილვა, კონტროლი და შეფასება;
b) UNICEF-ის მიერ მოწოდებული მომარაგების, მარაგის, აღჭურვილობის, მოწყობილობისა და სხვა მასალების ჩამოტანა, მიღება, განაწილება ან მოხმარება;
c) მთავრობისათვის რჩევების მიცემა თანამშრომლობის პროგრამების განვითარების შესახებ;
d) ნებისმიერი სხვა საკითხი ამ შეთანხმების შესრულების შესახებ.
2. UNICEF-მა დროდადრო უნდა შეატყობინოს მთავრობას თავისი თანამდებობის პირების, მისიით მივლინებული ექსპერტებისა და იმ პირთა გვარები, რომლებიც მსახურობენ UNICEF-ში. UNICEF-ი აგრეთვე შეატყობინებს მთავრობას მათ სტატუსში ნებისმიერი ცვლილებების შესახე