ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი განმარტებები:

a) „ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები“ ნიშნავს ცენტრალურ, ადგილობრივ და ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპეტენტურ ორგანოებს;

b) „კონვენცია“ ნიშნავს 1946 წლის 13 თებერვალს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ კონვენციას გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ;

c) „წარმომადგენლობის შეთანხმება“ ნიშნავს 1993 წლის 27 იანვარს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ შეთანხმებას;

d) „მივლინებული ექსპერტები“ ნიშნავს ექსპერტებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენციის VI და VII მუხლების დებულებები;

e) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას;

f) „მისალოცი ბარათების წარმოება“ ნიშნავს UNICEF-ის ფარგლებში შექმნილ ორგანიზაციულ ერთეულს, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი აზრი, მხარი დაუჭიროს და შექმნას დამატებითი ფონდები UNICEF-ისათვის მისალოცი ბარათებისა და სხვა პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გზით;

g) „წარმომადგენლობის ხელმძღვანელი“ ნიშნავს UNICEF-ის წარმომადგენლობის პასუხისმგებელ თანამდებობის პირს;

h) „ქვეყანა“ ნიშნავს საქართველოს;

i) „მხარეები“ ნიშნავს UNICEF-სა და მთავრობას;

j) „UNICEF-ში მომსახურე პირები“ ნიშნავს კონტრაქტის ინდივიდუალურად დამდებ პირებს, გარდა თანამდებობის პირებისა, რომლებიც მიწვეულნი არიან UNICEF-ის თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების მიზნით;

k) „თანამშრომლობის პროგრამები“ ნიშნავს იმ ქვეყნის პროგრამებს, რომლებშიც თანამშრომლობს UNICEF-ი ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;

l) „UNICEF“ – ნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდს;

m) „UNICEF-ის წარმომადგენლობა“ ნიშნავს ნებისმიერ UNICEF-ის ორგანიზაციულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც UNICEF-ი თანამშრომლობს პროგრამებში. ის აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს ქვეყანაში შექმნილ დარგობრივ წარმომადგენლობებს;

n) „UNICEF-ის თანამდებობის პირები“ ნიშნავს UNICEF-ის პერსონალის ყველა წევრს, რომლებიც მუშაობენ გაეროს პერსონალის წესდებისა და წესების თანახმად, გარდა იმ შემადგენლობისა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მუშაკებისაგან და მსახურობენ საათობრივ განაკვეთზე, გენერალური ასამბლეის 1946 წლის დეკემბრის 76(1) რეზოლუციის თანახმა