1. UNICEF-ს შეუძლია გახსნას და იქონიოს თავისი წარმომადგენლობა ქვეყანაში, როგორც ქვეყანაში გაეროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წარმომადგენლობისა, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წარმომადგენლობის შეთანხმების შესაბამისად და როგორც მხარეებმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალონ თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის.
2. UNICEF-ს შეუძლია, მთავრობასთან შეთანხმებით, გახსნას და იქონიოს რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობა საქართველოში, რათა დახმარების პროგრამებით უზრუნველყოს რეგიონში/ოლქში სხვა ქვეყნები.
3. იმ შემთხვევაში, თუ UNICEF-ი არ იქონიებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, მას შეუძლია, მთავრობასთან შეთანხმებით, დახმარება გაუწიოს თანამშრომლობის იმ პროგრამებს, რომლებიც შეთანხმებულია UNICEF-სა და მთავრობას შორის, სხვა ქვეყნებში შექმნილი რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობის მეშვეობი