1. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მთავრობამ, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყოს UNICEF-ი:

a) შესაბამისი შენობებით UNICEF-ის წარმომადგენლობისათვის, ცალკე ან გაეროს სისტემის ორგანიზაციებთან ერთად;

b) UNICEF-ის მიერ მოწოდებული მომარაგებისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა საქონლისათვის შესაბამისი საწყობი ან საცავი შენობებით;

c) სამსახურებრივი მიზნით გამოყენებული ყველა საჭირო საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ღირებულების დაფარვით;

d) წარმომადგენლობის შენობების აღჭურვის, შეკეთებისა და ფუნქციონირებისათვის UNICEF-ის საჭირო ღირებულების ადგილობრივი მომსახურების დაფარვით;

e) თანამდებობის პირების, მისიით მივლინებული ექსპერტებისა და UNICEF-ში მომსახურე პირების გადაადგილებით საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად.

2. მთავრობა აგრეთვე დაეხმარება UNICEF-ს:

a) საერთაშორისო წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული UNICEF-ის თანამდებობის პირთა, მისიით მივლინებულ ექსპერტთა და UNICEF-ში მომსახურე პირთა შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფასა და განთავსებაში;

b) UNICEF-ის წარმომადგენლობის შენობაში კომუნალური მომსახურების: წყლის, ელექტროენერგიის, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებების დაყენებასა და უზრუნველყოფაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ UNICEF-ი არ იქონიებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, მთავრობა იღებს ვალდებულებას, UNICEF-ის მიერ ნებისმიერ სხვა ადგილზე რეგიონალური/საოლქო წარმომადგენლობის შენახვისათვის გაღებული ხარჯებიდან აანაზღაუროს ურთიერთშეთანხმებული თანხის ფარგლებში ნაწილი, რომელიც ეხმარება საქართველოში თანამშრომლობის პროგრამებს, მთავრობის მიერ ამგვარი დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაშ