1. UNICEF-ის პერსონალი:
a) მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმაციის ან ყველა ქმედების განხორციელებისას, სარგებლობენ იმუნიტეტით სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ამგვარი იმუნიტეტი არ წყდება UNICEF-ში ამ პირთა მუშაობის დასრულების შემდეგ;
b) ოჯახის წევრებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად, საერთაშორისო კრიზისის დროს, სარგებლობენ რეპატრიაციის შესაძლებლობით, ისევე როგორც დიპლომატიური წარგზავნილები;
c) იმ მიზნით, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობები დამოუკიდებლად და ნაყოფიერად შეასრულონ, შეიძლება სარგებლობდნენ ისეთი სხვა პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, როგორც ეს მოცემულია მე-13 მუხლში და შეთანხმებულია მხარეთა შორი