1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ასამბლეის სამდივნოს სახელზე გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საშუალებით, შეუძლია წამოაყენოს წინამდებარე შეთანხმებებში შესწორებების შეტანის წინადადება. სამდივნო უგზავნის ამ შეტყობინებას ყველა მონაწილე სახელმწიფოს ასამბლეის ბიუროს თხოვნით, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა სამდივნოს შეატყობინონ, მხარს უჭერენ თუ არა წინადადების განხილვის მიზნით მონაწილე სახელმწიფოს გადამსინჯავი კონფერენციის მოწვევას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ასამბლეის მიერ შეტყობინების დაგზავნიდან სამი თვის ვადაში, მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობა სამდივნოს შეატყობინებს, რომ ისინი მხარს უჭერენ გადამსინჯავი კონფერენციის მოწვევას, სამდივნო ასამბლეის ბიუროს ატყობინებს ასამბლეის რეგულარულ ან სპეციალურ სესიაზე ამგვარი კონფერენციის მოწვევის შესახებ.

3. იმ შესწორების მიღება, რომელზეც შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, საჭიროებს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობას, იმ პირობით, რომ ესწრება მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობა.

4. ასამბლეის ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს გენერალურ მდივანს ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა მონაწილე სახელმწიფოს მიერ გადამსინჯავ კონფერენციაზე. გენერალური მდივანი უგზავნის ყველა მონაწილე სახელმწიფოს და ხელმომწერ სახელმწიფოებს კონფერენციაზე მიღებულ შესწორებას.

5. შესწორება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მოახდინეს შესწორების რატიფიკაცია ან შეუერთდნენ მას, ძალაში შედის სამოცი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოების ორი მესამედი, რომლებიც იყვნენ მონაწილე სახელმწიფოები შესწორების მიღების დროს, მოახდენს გენერალურ მდივანთან სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტების დეპონირებას.

6. თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც რატიფიკაციას უკეთებს ან ღებულობს შესწორებას საჭირო რაოდენობის სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, შესწორება ძალაში შედის სარატიფიკაციო ან მიღების დოკუმენტის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

7. სახელმწიფო, რომელიც გახდება წინამდებარე შეთანხმების მონაწილე მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოსგან საწინააღმდეგოს შესახებ განცხადების არარსებობისას:

(a) მიიჩნევა შესწორებული შეთანხმების მონაწილედ; და

(b) მიიჩნევა შესწორებული შეთანხმების მონაწილედ იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვისთვისაც შესწორება არ არის სავალდებულ