1. ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს შეთავაზება წინამდებარე ოქმის შესწორების თაობაზე და წარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი გადასცემს ნებისმიერ შემოთავაზებულ შესწორებას მხარე სახელმწიფოებს თხოვნით, შეატყობინონ, მხარს უჭერენ თუ არა ისინი მხარე სახელმწიფოთა თათბირის მოწვევას ამ წინადადებების განხილვისა და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეტყობინების თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში, ასეთი თათბირის მოწვევას მხარს დაუჭერს მხარე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედისა, გენერალური მდივანი მოიწვევს ამ თათბირს გაერთიანებული ერების ორგანიზაცის ეგიდით. ნებისმიერ შესწორებას, რომელიც მიღებულია დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით, გენერალური მდივანი წარუდგენს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად, ხოლო ამის შემდეგ – ყველა მხარე სახელმწიფოს მისაღებად.

2. შესწორება, რომელიც მიღებული და დამტკიცებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ძალაში შევა ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესწორების მიღების თარიღისთვის მიღების შესახებ დეპონირებული დოკუმენტების რაოდენობა მიაღწევს მხარე სახელმწიფოების რაოდენობის ორ მესამედს. ამის შემდეგ, შესწორება შედის ძალაში ნებისმიერი მხარე სახელმწიფოსთვის მიღების შესახებ მისი საკუთარი დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს. შესწორება სავალდებულოა მხოლოდ იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც იგი მიიღე