a) გახსნილია მონაწილეობის მისაღებად ყველა სახელმწიფოსთვის;
b) ძალაშია შესული;
c) რატიფიცირებულია, მიღებულია, დამტკიცებულია, ან მიღებულია სულ მცირე ოცდაორი სახელმწიფოს მიერ, რომელიც მონაწილეობს წინამდებარე კონვენციაში
2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს წინადადება შესწორების შესახებ. ნებისმიერი წინადადება შესწორების შესახებ წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს დეპოზიტარს. ეს უკანასკნელი კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს გაუგზავნის წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება 1-ლი მუხლის მოთხოვნებს და შეაჯერებს მათ აზრს იმის თაობაზე, მიიღონ თუ არა შესწორება.
3. შემოთავაზებული შესწორება მიჩნეული იქნება მიღებულად, თუ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების სულ მცირე ერთი მესამედი არ წავა მისი მიღების წინააღმდეგ წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 180 დღისა მის ცირკულაციამდე.
4. დანართის დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის, რატიფიკაციის ოცდამეორე სიგელის დეპონირებიდან, და ამ შესწორების, მიღებიდან ან დამტკიცებიდან 30 დღის შემდეგ, კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა ამ სიგელის დეპონირება. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს შესწორების რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ოცდამეორე სიგელის დეპონირების შემდეგ, შესწორება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის სიგელის დეპონირების, მიღების ან დამტკიცებიდან