a) ზომების მიღების თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირებისა და ორგანიზაციების არაკანონიერი საქმიანობის ასაკრძალად, რომლებიც შეგნებულად წაახალისებენ, უბიძგებენ, ორგანიზებას უკეთებენ ან ჩაბმული არიან მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულის ჩადენაში;
b) ზომების მიღებას, რაც ფინანსური დაწესებულებებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისაგან, ვინც ფინანსურ გარიგებებთან არის დაკავშირებული, მოითხოვს ყველაზე ქმედითი ღონისძიებების გატარებას თავიანთი ჩვეულებრივი ან შემთხვევითი კლიენტების იდენტიფიკაციის მიზნით, აგრეთვე, იმ კლიენტების საიდენტიფიკაციოდ, ვისი ინტერესისთვისაც არის გახსნილი ანგარიშები და საგანგებო ყურადღება დაუთმონ უჩვეულო ან საეჭვო გარიგებებს და განაცხადონ გარიგებების შესახებ, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშირდება. ამ მიზნით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იმსჯელებენ:
i. ისეთი წესების შემოღებაზე, რომლებიც კრძალავს ანგარიშების გახსნას, თუკი მათი მფლობელები ან ბენეფიციარები დაუდგენელი პირები არიან, ან მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია და ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ზემოთხსენებული ინსტიტუტების მიერ მსგავსი გარიგებების მიღმა მდგომი პირების დადგენას და იდენტიფიკაციას;
ii. იურიდიული პირების იდენტიფიკაციის თაობაზე, რაც ფინანსური ინსტიტუტებისაგან ისეთი ზომების მიღებას მოითხოვს, რომლის ძალითაც შესაძლებელია კლიენტის იურიდიული არსებობის და სტრუქტურის დადგენა რეგისტრაციის შესახებ მტკიცებულების მოპოვებით სახელმწიფო რეესტრის, ან თავად კლიენტის, ან ამ ორივეს საშვალებით. ეს მოიცავს ინფორმაციას, დაკავშირებულს კლიენტის რეკვიზიტებთან: დასახელება, იურიდიული ფორმა, მისამართ, დირექტივები და დებულებები, რომლებიც სავალდებულოა ამ იურიდიული პირისთვის;
iii. წესების შემოღების თაობაზე, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტებს ვალდებულებას აკისრებს სასწრაფოდ შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოებს ყველა რთული, უჩვეულოდ მასშტაბური ან უცნაური გარიგების შესახებ, რომელიც არ ისახავს მიზნად აშკარად ეკონომიკურ ან თვალსაჩინოდ კანონიერ მიზნებს, ისე, რომ არ ჰქონდეთ სისხლის ან სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის შიში, თუკი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ წესს კეთილი განზრახვით დაარღვევენ;
iv. ფინანსური ინსტიტუტებისათვის მოთხოვნის თაობაზე, რომ სულ მცირე ხუთი წელი შეინახონ საშინაო და საგარეო გარიგებების შესახებ დოკუმენტები.
2. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კვლავაც ითანამშრომლებენ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და გაითვალისწინებენ აგრეთვე:
a) გარკვეული ზომების მიღება ზედამხედველობის დაწესების მიზნით, მაგალითად, ფულის გადარიცხვით დასაქმებული ყველა დაწესებულების ლიცენზირებას;
b) სათანადო ზომების მიღებას, რათა მეთვალყურეობა გაეწიოს ნაღდი ფულისა და წარმომდგენზე გაცემული დოკუმენტების საზღვარზე მოძრაობას მკაცრი კონტროლის დაწესებასთან ერთად უზრუნველყოფენ ინფორმაციის სწორ გამოყენებას და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას.
3. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კვლავაც ითანამშრომლებენ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობათა თავიდან ასაცილებლად, გაცვლიან ზუსტ ინფორმაციას თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად და მოახდენენ ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების კოორდინაციას, კერძოდ
a) დააარსებენ და აამუშავებენ კომუნიკაციის არხებს და სამსახურებს თავიანთ კომპეტენტურ დაწესებულებებს შორის, რათა ხელი შეუწყონ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას;
b) ითანამშრომლებენ ერთმანეთთან მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულებთან დაკავშირებული ცნობების შეკრების დროს, რომელიც ეხება:
i. იმ პირების ვინაობის, ადგილსამყოფელის დდა საქმიანობის დადგენას, ვიზეც ეჭვობენ, რომ ჩაბმული არიან მსგავს დანაშაულებრივ საქმიანობაში;
ii. ფონდების მოძრაობას, რომელიც დაკავშირებულია ამგვარი დანაშაულობათა ჩადენასთან.
4. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლი) საშუალებით