1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დიდი დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს სისხლისსამართრებლივ გამოძიებაში, ან ექსტრადიციის პროცედურებაში მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს მათ ხელს არსებული და სასამართლო პროცესის ჩასატარებლად საჭირო მტკიცებულებების მიწოდებას.
2. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა არ უნდა უარყონ კანონიერი ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნა საბანკო საიდუმლოების დაცვის მოტივით.
3. მხარემ, რომელიც ითხოვს, არ უნდა გადასცეს სხვას ან გამოიყენოს ინფორმაცია ან მტკიცებულება, მოწოდებული მხარის მიერ, რომელსაც ეს მოთხოვნა წაუყენეს, გამოძიების, მართლმსაჯულების აღსრულების ან სასამართლო პროცესის მიზნებისათვის, გარდა ამ მიზნებისა, რომლებიც აღნიშნულია თხოვნაში. თუ არ არსებობს ინფორმაციის მომწოდებელი მხარის თანხმობა.
4. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გაცვალონ ინფორმაცია ან მტკიცებულებები, დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან მე-5 მუხლის თანახმად.
5. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად და ყველა შეთანხმების თუ კანონიერი ურთიერთდახმარების შესახებ დაგეგმილი ღონისძიების შესაბამისად. თუ ასეთი შეთანხმება ან ღონისძიება არ არსებობს, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები დაეხმარებიან ერთმანეთს თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ · რედაქცია 10.01.2000
მუხლი 12
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000. გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 23/05/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“, მუხლი 12, 10.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216754/muxli-12/