მუხლი 15 ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა იყოს ისე გაგებული, როგორც ექსტრადიციის ან ერთმანეთისათვის იურიდიული დახმარების გაწევის ვალდებულების დაკისრება, თუკი სახელმწიფოს, რომლის მიმართაც მოთხოვნა გაკეთდა, საკმარისი საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ექსტრადიციის ან იურიდიული დახმარების მოთხოვნა მიზნად ისახავს პიროვნების სისხლისსამართლებრივ დევნას ან დასჯას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, ეთვიკური წარმოშობის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ეს მოთხოვნა ზიანს მიაყენებს ამ პიროვნებას ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო🔗