1. მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი მიიჩნევა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაში შესატან დანაშაულებად, რომელიც წინამდებარე კონვეციის ძალაში შესვლამდე დაიდო კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ექსტრადიციის შესახებ ყველა შეთანხმებაში, რომელიც მათ შორის გაფორმდება, ამგვარ დანაშაულებს მიაკუთვნებენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ექსტრადიციას ექვემდებარება.
2. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ექსტრადიციას ახდენს იმ პირობით, რომ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, იღებს მოთხოვნას ექსტრადიციის შესახებ კონვენციის მონაწილე მეორე სახელმწიფოსგან, რომელთანაც არა აქვს გაფორმებული შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ, პირველ სახელმწიფოს საკუთარი არჩევანის თანახმად შეუძლია წინამდებარე კონვენცია იურიდიულ საფუძვლად მიიჩნიოს ექსტრადიციის იმ დანაშაულობებთან მიმართებაში, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-2 მუხლში. ასეთ შემთხვევაში ექსტრადიცია უნდა დაექვემდებაროს პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია პირველი სახელმწიფოს კანონმდებლობით.
3. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც ახდენენ ექსტრადიციას ისე, რომ მათ შორის არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება, აღიარებენ, რომ დანაშაულობანი, ჩამოყალიბებული მე-2 მუხლში, ექვემდებარება ექსტრადიციას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, რომლებსაც მოსთხოვეს ექსტრადიცია.
4. თუ საჭიროა, მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ უნდა განიხილებოდეს როგორც ჩადენილად არა იმ ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, არამედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზეც, რომელმაც მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრა თავისი იურისდიქცია.
5. ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების ყველა დებულება და კონვენციის მონაწილე ქვეყნების ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან უნდა შეიცვალოს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი შეუთავსებულია წინამდებარე კონვენციასთან.
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ · რედაქცია 10.01.2000
მუხლი 11
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000. გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 23/05/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“, მუხლი 11, 10.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216754/muxli-11/