2. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა მოახდინოს იმ ნებისმიერი ფონდის კონცისკაცია, რომელიც გამოიყენება ანდა გამოყოფილია მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით და ამგვარი დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვებული ფონდების კონფისკაცია.
3. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განიხილავს საკითხს ხელშეკრულების დადების შესახებ კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან ამ მუხლში ნახსენები ჩამორთმეული ფონდების გაყოფის შესახებ რეგულარულად ამ შემთხვევიდან შემთხვევებამდე.
4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განიხილავს შესაძლებლობას შექმნას ისეთი მექანიზმი, რომლის საშვალებითაც ამ მუხლში ნახსენები ჩამორთმეული ფონდები გამოყენებული იქნება მე-2 მუხლში და 1-ლი მუხლის a) და b) ქვეპუნქტში გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლთათვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით.
5. ამ მუხლის დებულებები განხორციელდება იმ მესამე მხარისათვის ზიანის მიუყენებლად, რომელიც მოქმედებს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების თანახმად