a) აქტი, რომლებიც წარმოადგენს დანართში ჩამოთვლილი რომელიმე შეთანხმებით გათვალისწინებულ დანაშაულს; ან
b) ნებისმიერი სხვა აქტი, რომელიც გამოიწვევს მშვიდობიანი მოქალაქის ან სხვა ნებისმიერი პირის დაღუპვას, ან სხეულის სერიოზულ დაზიანებას, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ მონაწილეობას არ იღებს საომარ მოქმედებებში, თუკი ამგვარი აქტი თავისი ხასიათით, ან კონტექსტით, მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინების, ან მთავრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულებას, რომ მათ ჩაადენინოს ან არ ჩაადენინოს რაიმე ქმედება.
2) a) სარატიფიკაციო სიგელების შენახვის, მიღების, დამტკიცების ან ხელშეკრულებასთან შეერთების დროს სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს დანართში ჩამოთვლილი შეთანხმებების მონაწილე მხარეს, შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელწიფოს მიმართ გამოყენების დროს ეს შეთანხმება არ უნდა მიიჩნიონ იმ დანართში ჩართულად, რომელიც ნახსენებია პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტში. დეკლარაცია კარგავს თავის ძალას, როგორც კი ეს სახელმწიფო შეუერთდება შეთანხმებას და აცნობებს ამ ფაქტის შესახებ ნდობით აღჭურვილ პირს;
b) როდესაც შეთანხმების მონაწილე სახელმწიფო წყვეტს დანართში ჩამოთვლილი შეთანხმებაში მონაწილეობას, მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი განცხადება, როგორც ეს ამ შეთანხმებასთან მიმართებაში არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით.
3. ქმედებისათვის, რომელიც 1-ლი პუნქტის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს, აუცილებელი არ არის ფონდები ფაქტობრივად იყოს გამოყენებული იმ დანაშაულის ჩასადენად, რომელიც ნახსენებია 1-ლ პუნქტსა და a) და b) ქვეპუნქტებში.
4. ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილ ითვლება, თუ ის ცდილობს ჩაიდინოს დანაშაული, როგორც ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში.
5. ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ ეს პირი:
a) არის დანაშაულის თანამონაწილე, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ ან მე-4 პუნქტებში;
b) ახდენს დანაშაულის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობს მას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ ან მე-4 პუნქტებში;
c) წვლილი შეაქვს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში ერთი მიზნით გაერთიანებული ხალხის ჯგუფის საშუალებით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი ან მე-4 პუნქტებში. ამგვარი წვლილის შეტანას წინასწარ განზრახული ხასიათი უნდა ჰქონდეს და:
i. მიზნად ისახავდეს ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობის ან დანაშაულებრივი მიზნის ხელშეწყობას, თუკი ამგვარი საქმიანობა ან მიზანი გულისხმობს დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში; ან
ii. ეს წვლილი შეაქვს, როცა იცის რომ ჯგუფი მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ · რედაქცია 10.01.2000
მუხლი 2. 1) წინამდებარე კონვენციის თანახმად ნებისმიერი პირის მიერ დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ ეს პირი რაიმე გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკანონოდ და საკუთარი ნებით, უზრუნველყოფს ან აგროვებს ფონდებს ინ გა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოცემული კონვენციის მიზნებისათვის
- მუხლი 3. ეს კონვენცია არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა დანაშაული ერთ სახელმწიფოშია ჩადენილი, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ამ სახელწიფოს მოქალაქეა და იმყოფება მის ტერიტორიაზე და სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ გაა
- მუხლი 4. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო განახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, რათა;
- მუხლი 5. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, განახორციელებს ღონისძიებებს, რათა თავის ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირებს, ან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძ
- მუხლი 6. კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს შიდა კანონმდებლობის დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციის ფარგლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის აქტებს არც
- მუხლი 7. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, მიიღებს ზომებს, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულობებზე, როცა
- მუხლი 8. 1) კონვენციის მონაწილე თითოეული სახელწიფო, საკუთარი კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა შესაძლო კონფისკაციის მიზნით გამოამჟღავნოს, მიაკვლიოს, გაყინოს ან ყადაღა დაადოს
- მუხლი 9. 1. როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ინფორმაციას, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი შეიძლება მის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ეს სახელმწიფო მიიღებს სათანადო
- მუხლი 10. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუკი არ ახდენს ასეთი პირის ექსტრადიციას, ვალდებულია გამონაკლისის გარეშე, ი
- მუხლი 11. 1. მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დანაშაულობანი მიიჩნევა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებაში შესატან დანაშაულებად, რომელიც წინამდებარე კონვეციის ძალაში შესვლამდე დაიდო კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის. კო
- მუხლი 12. 1. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა დიდი დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს სისხლისსამართრებლივ გამოძიებაში, ან ექსტრადიციის პროცედურებაში მე-2 მუხლში ჩამოყალიბებულ დანაშაულობებთან მიმართებაში, რაც გუ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“, მუხლი 2, 10.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000538 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1216754/muxli-2/