1. ”ფონდები” ნიშნავს ყველა სახის და ნებისმიერი გზით მოპოვებულ, მატერიალურ და არამატერიალურ, მოძრავი და უძრავი აქტივებს, და ნებისმიერი ფორმის იურიდიულ დოკუმენტს, მათ შორის ელექტრონულსა და ციფრულს, რომელიც ამგვარ აქტივებზე საკუთრების უფლებას ან მათში წილობრივი მონაწილეობას მოწმობს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბანკო კრედიტებს, სამგზავრო ჩეკებს, საბანკო ჩეკებს, ფულად გზავნილებებს, აქციებს, ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს, ტრატებს, აკრედიტივებს.
2. ”სახელმწიფო ან სამთავრობო შენობა” ნიშნავს ნებისმიერ მუდმივ ან დროებით შენობას ან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ან დაკავებულია სახელმწიფოს წარმომადგენლების, მთავრობის წევრების, საკანონმდებლო ხელისუფლების ან სასამართლოს წევრების, თანამდებობის პირების მიერ, ამ სახელმწიფო ან ხელისუფლების სხვა ორგანოების მოხელების თუ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირების მიერ, თავიანთ ოფიციალურ მოვალეობებთან დაკავშირებით.
3. ”შემოსავალი” ნიშნავს ნებისმიერ ფონდს წარმოებულს, ან მოპოვებულს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მე-2-ით გათვალისწინებული დანაშაულის ცადენის გზით