1. ყველა მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს ცვლილება წინამდებარე კონვენციასთან მიმართებაში და მიაწოდოს ის გაეროს გენერალური მდივანს. გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს ატყობინებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და თხოვნით მიმართავს აცნობონ, აღნიშნული ცვლილების განხილვის მიზნით, თვლიან თუ არა საჭიროდ მოწვეული იქნას მონაწილე სახელმწიფოების კონფერენცია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში, მონაწილე სახელმწიფოების ერთი მესამედი დადებითად გამოეხმაურება კონფერენციის ჩატარების საკითხს, გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მოიწვევს კონფერენციას. დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედით მიღებული ნებისმიერი ცვლილება, გენერალური მდივნის მიერ გაეგზავნება ჯერ გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად, ხოლო შემდეგ მონაწილე სახელმწიფოებს - მისაღებად.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მიღებული და დამტკიცებული ცვლილება ძალაში შედის ოცდამეათე დღეს, როცა ცვლილების დამტკიცების მომენტისათვის არსებულ მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ მოხდება მისი მიღების სიგელის დეპონირება. ცვლილება სავალდებულოა იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომელთაც ის მიიღეს.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენცია კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მიღებული და დამტკიცებული, უშუალოდ 34-ე, 38-ე, 39-ე, მე- 40 მუხლებთან დაკავშირებულ ცვლილება, ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მას შემდეგ, როცა ცვლილების მიღების დღისათვის მონაწილე სახელმწიფოების ორ მესამედის მიერ მოხდება მათი მიღების სიგელის დეპონირებ