2. დაუშვებელია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის (CS) ან წიწაკის გაზის კონცენტრაცია აღემატებოდეს 5 %-ს.

3. წყალსატყორცნის გამოყენების თაობაზე გაფრთხილება უნდა განხორციელდეს ხმოვანი საშუალებით.

4. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 5 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა არ აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.

5. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ახლოს არანაკლებ 10 მეტრის ფარგლებში, თუ ძაბვა  აღემატება 1000 ვოლტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული მოწყობილობები და დანადგარები გამორთულია.

6. აკრძალულია წყალსატყორცნის გამოყენება იმ ადგილთან ახლოს, სადაც მუშავდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც წყალთან რეაქციის დროს იწვევენ აფეთქება