2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მოქმედი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.

4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი ნებართვით შესაბამისი ჯგუფის უფროსი. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვთ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს.

5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ჯგუფის უფროსი, რომლის განკარგულებაშიც არის სასამსახურო ძაღლი