2. თუ სპეციალურ საშუალებას იყენებს საბადრაგო ჯგუფი/კოლონა ან სპეციალური დანიშნულების ჯგუფი (შემდგარი ორი ან მეტი მოსამსახურისაგან), სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ოქმს ადგენს და ხელს აწერს  შესაბამისი  ჯგუფის/კოლონის უფროსი.

3. სპეციალური საშუალების გამოყენებისას შესაბამის უფლებამოსილ პირებს, როგორც წესი, სახე აქვთ დაფარული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ყოველ დავალებაზე წინასწარ განსაზღვრული განსხვავებული ნუმერაციით, რომელიც აღინიშნება შესაბამის დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი ინახება დაცულ ადგილას. ნუმერაცია აისახება სპეციალური საშუალების გამოყენების  უფლების მქონე პირის ტანსაცმელზე.

4. ყველა მოსამსახურე ვალდებულია არ გაამჟღავნოს სპეციალური საშუალების გამომყენებელი პირის ვინაობას, რომელსაც სპეციალური საშუალების გამოყენებისას სახე ჰქონდა დაფარული. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ   დისციპლინურ პასუხისმგებლობა