2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ექიმს, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
3. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გამოკვლევები, კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით, რომლის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და მისი მოთხოვნით, შესაძლებელია შემოწმების პროცესზე განხორციელდეს ვიზუალური დაკვირვება, მოსმენის გარეშე. პირი, რომელიც შემოწმების პროცესს აკვირდება ვიზუალურად, ვალდებულია დაიცვას სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში და ერთვის მის სამედიცინო ისტორიას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული აქტი გადაეცემა გასაცნობად