2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და ქალთა სპეციალური დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

4. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ ადგილას ინახება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და წიწაკის გაზი აეროზოლის სახით.

5. ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალური საშუალებების შენახვაზე უფლებამოსილია სპეციალურად გადამზადებული  დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის  ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურეებისაგან შემდგარი ჯგუფი