1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დასაშვებია ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულისაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არა უმეტეს 24 საათისა.

2. აღნიშნული ღონისძიებები გამოიყენება აგრეთვე თუ ბრალდებული/მსჯავრდებული აზიანებს ქონებას, წინააღმდეგობას უწევს დაწესებულების მოსამსახურეებს (შმაგობს) ან/და საკუთარ თავს და გარეშემომყოფთ აყენებს ზიანს.