1. დამაწყნარებელი პერანგის გამოყენებას უნდა ესწრებოდეს ერთდროულად არანაკლებ ოთხი  მოსამსახურე, რომელთაგან სამი აკავებს  ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეოთხე აცმევს პერანგს. პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელები გადაიწევა უკან ზურგის მხარეს. ბრალდებული/მსჯავრდებულის დაწოლა ლეიბზე უნდა მოხდეს სახით ზემოთ.

2. ბრალდებული/მჯავრდებული დამაწყნარებელი პერანგის გამოყენების ყველა ფაქტის შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა იყოს ნაჩვენები ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი, მამის სახელი, ვისი განკარგულებით იყო გამოყენებული დამაწყნარებელი პერანგი, აღნიშნული ღონისძიების დროს იყო თუ არა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიყენებული რაიმე დაზიანება, პერანგის ჩაცმისას ან პერანგში ყოფნის დროს მიღებული დაზიანების ხასიათი. ასევე აქტში აღნიშნული უნდა იქნეს, თუ რა სახის დაზიანება მიაყენა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა თანამშრომელს პერანგის ჩაცმისას. აქტს ხელს აწერს  ყველა ის პირი რომელიც იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სამედიცინო მუშაკი. აქტი ჩაიდება  ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.