ა) განახორციელონ კონტროლი დაწესებულების მოსამსახურეთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებით და დღის განრიგის შესრულებაზე;
ბ) განახორციელონ კონტროლი დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე, დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
გ) საექსპლუატაციო წესების შესაბამისად, გამართულ მდგომარეობაში იქონიონ ტექნიკური საშუალებები;
დ) მუდმივად იმყოფებოდნენ მართვის პულტთან, აკვირდებოდნენ ტექნიკური საშუალებების ჩვენებებს და აპარატურის დაზიანების ან ხარვეზების შემთხვევებში აცნობონ უშუალო ხელმძღვანელ