2. სრული შემოწმებისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ერთი ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული და დაწესებულების მოსამსახურე, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას;
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი და აქტი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს;
4. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის/საცხოვრებელი სადგომის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი მოსამსახურის ვინაობისა და თანამდებობის მითითები