1. არასრული შემოწმება ტარდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოგრაფირებისთვის, დაქტილოსკოპირებისთვის, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენის შემდეგ, ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე, სხვა საკანში/საცხოვრებელ სადგომში გადაყვანისას და სხვა შემთხვევებში.

2. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.