1. ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით მისი დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაგზავნისას, სხვა საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, საექიმო-სამედიცინო პუნქტში ან სამარტოო საკანში გადაყვანისას.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, ამ შემთხვევაში ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი. ოქმის გაცნობაზე ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.