1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით, გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია, უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელებ