1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.

4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.

5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელ