1. მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა (ნახევრად ღია ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ);
ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა (დახურული ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ);
ვ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა (დახურული ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ);
ზ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ი) დამატებითი ვიდეოპაემანი;
კ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ლ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
2. შესაბამისი ორგანოს თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებ