1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, გარდა ამ დებულების 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევისა.
2. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ დებულების 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ მან მისი მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა.
5. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელ