ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალება;

გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ დებულების 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ამას თავად მოითხოვს დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

დ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მოითხოვოს მის განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს ისინი;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენ