ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
ბ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალება;
გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ დებულების 102-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
დ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მოითხოვოს მის განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს ისინი;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენ