1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის;

თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის;

ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა;

მ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფ მსჯავრდებულის მიმართ;

ბ) „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები არ გამოიყენება დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ;

გ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ;

დ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.

3. ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.

თავი X

ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლო