1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს, ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.
3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზ