მუხლი 114.🔗

სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნის/ბარათში. დანარჩენი ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შეინახება ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტ