2. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას, მისი ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელბორკილები.
3. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირების ბადრაგირება შესაძლებელია განხორციელდეს ხელბორკილების გარეშე. ასეთ შემთხვევაში საბადრაგო ჯგუფმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული დაცვის ღონისძიებები ბადრაგირების უსაფრთხოებისთვი