1. დაკავებული/პატიმრობაშეფარდებული პირის სპეციალურად აღჭურვილი სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალებით ბადრაგირებისას შესაძლებელია მოხდეს გაჩერება ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გაჩერების პუნქტად გამოიყენება მარშრუტზე მდებარე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან/და ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი რაიონული/საქალაქო დანაყოფი, რომელიც წინასწარ გათვალისწინებულია უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

2. საბადრაგო ჯგუფი, ნებისმიერ გაჩერებამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე, გაჩერების შესახებ აცნობებს უშუალო ხელმძღვანელს.

3. გაუთვალისწინებელი გაჩერების ყოველი შემთხვევის შესახებ საბადრაგო ჯგუფი პირველივე შესაძლებლობისთანავე მოახსენებს უშუალო ხელმძღვანელს.