ა) ბილეთის შეკვეთისას ოპერატორს უნდა ეცნობოს, რომ მოსალოდნელი მგზავრი არის ბრალდებული/მსჯავრდებული;
ბ) აეროპორტში მისვლის შემდეგ, თვითმფრინავის გაფრენამდე არაუგვიანეს 20 წუთისა, ჯგუფის უფროსმა საკუთარი თავი, ჯგუფის წევრები და ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა წარუდგინოს მგზავრების გადაყვანაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს;
გ) საბადრაგო ჯგუფის წევრები ფრენის დროს უნდა ისხდნენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვერდით;
დ) თვითმფრინავში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება საბადრაგო ჯგუფის წევრების და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ;
ე) აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის და საშიში საგნების გადატანა საჰაერო ხომალდის სალონშ