ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საპირფარეშოში გაყვანა წარმოებს მათი თხოვნით, მხოლოდ სათითაოდ. საპირფარეშოში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანის წინ მოწმდება საპირფარეშო და ბრალდებულს/ მსჯავრდებულს განემარტება გაყვანის წესი. საპირფარეშოსაკენ მსვლელობისას და უკან დაბრუნებისას წინ მიდის საბადრაგო ჯგუფის წევრი, ხოლო შემდეგ ბრალდებული/მსჯავრდებული, უკან – ჯგუფის უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული საბადრაგო ჯგუფის წევრი.
თავი V
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები და ვალდებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/10/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება